ისრაელის მთავრობამ საყოველთაო კარანტინი მიმდინარე კვირის ბოლომდე გაახანგრძლივა
ისრაელის მთავრობამ საყოველთაო კარანტინი მიმდინარე კვირის ბოლომდე გაახანგრძლივა

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ქვეყანაში მოქმედი საყოველთაო კარანტინი მიმდინარე კვირის ბოლომდე გაახანგრძლივა. ამასთან, მთავრობა ხუთშაბათს იმსჯელებს შეზღუდვების შემსუბუქების საკითხზე.

შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „ჰაარეტცი“ ავრცელებს.

უწყებათაშორისი კომისია ასევე იმსჯელებს საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებულ შეზღუდვებზე, რომელთა ვადა ხვალ იწურება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ისრაელში კორონავირუსის 2 184 შემთხვევა გამოვლინდა. შეიმჩნევა ინფიცირების შემთხვევების კლების ტენდენცია.

ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში ისრაელში გარდაიცვალა 19 ინფიცირებული. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი ქვეყანაში 2 040-ს შეადგენს.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო ისრაელის მთავრობამ 18 სექტემბრიდან სამი კვირის ვადით განმეორებითი საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა.

დატოვე კომენტარი