ისრაელის მთავრობამ იერუსალიმის გარშემო გამკაცრებული შეზღუდვები დაამტკიცა

14:20, 12.04.2020

ისრაელის მთავრობა იერუსალიმის გარშემო, მათ შორის ისტორიული ძველი ქალაქის მასშტაბით კორონავირუსის გამო შეზღუდვებს ამკაცრებს.

გამოცემა „ესოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, ახალი შემაკავებელი ზომები ქვეყანაში ოთხშაბათამდე გასტანს. ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის 10 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 100-ს აჭარბებს. გამკაცრებული რეგულაციების გათვალისწინებით, ისრაელის მოქალაქეებს გადაადგილება მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ შემთხვევებში შეეძლებათ.

ისრაელში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების 20 პროცენტი იერუსალიმში ფიქსირდება, თავის მხრივ ამ პაციენტების დიდი ნაწილი, ულტა-ორთოდოქსული საზოგადოების ის წევრები არიან, რომლებიც კვირების განმავლობაში არ ემორჩილებოდა მთავრობის მითითებებს სოციალურ დისტანცირების შესახებ.

მსგავსი