ისრაელის მოქალაქე სოფელ გერგეტთან გარდაცვლილი იპოვეს
ისრაელის მოქალაქე სოფელ გერგეტთან გარდაცვლილი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ყაზბეგის რაიონში, სოფელ გერგეტთან ისრაელის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.

სამძებრო სამუშაო პირველ ივლისს, 112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, ისრაელის მოქალაქე ხევში გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ისრაელის მედიის ცნობით, დაღუპული ყოფილი სამხედროა, რომელიც საქართველოში გიდად მუშაობდა. მის ცხედარს ისრაელში ხვალ გადაასვენებენ.

დატოვე კომენტარი