ისრაელის მინისტრთა კაბინეტში აცხადებენ, რომ ირანელი მეცნიერის, მოსენ ფახრიზადეს მკვლელის ვინაობა მათთვის უცნობია
ისრაელის მინისტრთა კაბინეტში აცხადებენ, რომ ირანელი მეცნიერის, მოსენ ფახრიზადეს მკვლელის ვინაობა მათთვის უცნობია

ისრაელის მინისტრთა კაბინეტში აცხადებენ, რომ ირანელი მეცნიერის, მოსენ ფახრიზადეს მკვლელის ვინაობა მათთვის უცნობია. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„არ ვიცი, ეს ვინ გააკეთა. ეს იმიტომ არა, რომ საუბარი აკრძალული მაქვს და ამაზე პასუხისმგებელი ვარ, უბრალოდ არ ვიცი“, – განაცხადა ისაელის რეგიონული თანამშრომლობის მინისტრმა, ცახი ანეგბიმ.

ცნობილი ირანელი მეცნიერის, ირანის ბირთვული პროგრამის მთავარი სპეციალისტის, მოსენ ფახრიზადეს მანქანას 27 ნოემბერს თეირანის მახლობლად გაუხსნეს ცეცხლი. მეცნიერი თავდასხმისას დაშავდა. ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ირანში აცხადებენ, რომ ფახრიზადეს მკვლელობაზე პასუხისმგებელი ისრაელია.