ისრაელში დამზადებული „კოვიდ -19“-ის სამკურნალო პრეპარატის გამოყენების შემდეგ მძიმედ ინფიცირებული პაციენტების 93 პროცენტმა საავადმყოფო ხუთ ან ნაკლებ დღეში დატოვა
ისრაელში დამზადებული „კოვიდ -19“-ის სამკურნალო პრეპარატის გამოყენების შემდეგ მძიმედ ინფიცირებული პაციენტების 93 პროცენტმა საავადმყოფო ხუთ ან ნაკლებ დღეში დატოვა

ისრაელის მიერ შექმნილი „კოვიდ -19“-ის სამკურნალო პრეპარატის გამოყენების შემდეგ მძიმედ ინფიცირებული პაციენტების 93 პროცენტმა საავადმყოფო ხუთ ან ნაკლებ დღეში დატოვა.

ისრაელის მედიის ინფორმაცით, საბერძნეთის რამდენიმე საავადმყოფოში მყოფი მძიმე 90 კოვიდინფიცირებულიდან 93 პროცენტმა ახალი „კოვიდ-19“-ის პრეპარტით მკურნალობიდან ხუთ დღეში დატოვა საავადმყოფო.

საუბარია, თელავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის მიერ შექმნილ პრეპარატზე, რომელიც საცდელი პერიოდის მეორე ფაზას გადის.

„ამ დროისთვის რაიმე სახის გვერდითი მოვლენა არ დაგვიფიქისრებია“, – განაცხადა პროფესორმა, ნადირ არბერმა.

კვლევა საბერძნეთის საავადმყოფოებში ჩატარდა, რადგან ისრაელს არ ჰყავს საჭირო რაოდენობის მძიმე მდგომარეობაში მყოფი კოვიდინფიცირებულები.

არბერმა და მეცნიერთა ჯგუფმა პრეპარატი იმ მოლეკულის საფუძველზე შექმნეს, რომელსაც პროფესორი 25 წელია, იკვლევს.

პრეპარატი მცირე ცილაა, რომელიც უჯრედის მემბრანას აკრავს და აკონტროლებს იმ მექანიზმს, რაც ციტოკინურ შტორმზეა პასუხისმგებელი.

დატოვე კომენტარი