ისრაელის მიერ ბეირუთის სამხრეთი გარეუბნებიდან მოსახლეობის ევაკუაციისკენ მოწოდების შემდეგ ლიბანის პრეზიდეტნმა ემანუელ მაკრონს სთხოვა, მოუწოდოს ისრაელს, რომ ეს ტერიტორიები არ დაბომბოს
ლიბანის პრეზიდენტი ჯოზეფ აუნი ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს სთხოვს, ისრაელს მოუწოდოს, არ დაბომბოს ბეირუთის სამხრეთი გარეუბნები.
ლიბანის პრეზიდენტის განცხადების თანახმად, სატელეფონო საუბრისას აუნმა მაკრონს სთხოვა, „ჩაერიოს საქმეში, რათა თავიდან აიცილოს ბეირუთის სამხრეთი გარეუბნების დაბომბვა“ და დაეხმაროს მას, რათა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას რაც შეიძლება მალე მიაღწიონ.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის მოსახლეობა გააფრთხილა, დატოვონ ქალაქის სამხრეთი გარეუბნები, მათ შორის დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები.
ამასთან, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროც ცნობით, ლიბანზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 102-ს შეადგენს.