ისრაელის მედიის ინფორმაციით, ისრაელს მილიონამდე „კოვიდ-19“-ის ვაქცინის განადგურება მოუწევს
ისრაელის მედიის ინფორმაციით, ისრაელს მილიონამდე „კოვიდ-19“-ის ვაქცინის განადგურება მოუწევს

ისრაელს მილიონამდე „კოვიდ-19“-ის ვაქცინის განადგურება მოუწევს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თუ ორ კვირაში მყიდველს ვერ იპოვნიან,გამოყენების ვადის გასვლის გამო, დაახლოებით 800 ათასი „კოვიდ-19“-ის ვაქცინის განადგურება მოუწევთ.

ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინები, რომელთა გამოყენების ვადა ივლისის ბოლოს იწურება, ასეულ მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული.

ამჟამად ისრაელს 1,4 მილიონი ვაქცინა აქვს მარაგში, თუმცა აქედან 600 ათასის გამოყენებას ჯანდაცვის სამინისტრო ისრაელის მოსახლეობის ასაცრელად გეგმავს, მათ შორის 12-დან 15 წლამდე ბავშვების.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის მთავრობა რამდენიმე ქვეყანასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს მიყიდვასთან ან იმ ვაქცინებზე გადაცვლასთან დაკავშირებით, რომლებიც სხვა ქვეყნებმა მოგვიანებით უნდა მიიღონ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელში 5,5 მილიონამდე მოქალაქეს აქვს გაკეთებული ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა, ხოლო ყოველდღიურად დაახლოებით 13 ათასამდე ადამიანი იცრება. ამ ტემპით, ჯანდაცვის წარმომადგენლების განცხადებით, ახალი პრემიერ-მინისტრის, ნაფტალი ბენეტის გეგმის, 300 ათასი მოქალაქის აცრის შესასრულებლად, დრო 21 ივლისამდე დასჭირდებათ.

დატოვე კომენტარი