ისრაელის მედიის ცნობით, მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დასადებად სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი „ჰამასის“ მაღალჩინოსანს პირისპირ შეხვდნენ

14:25, 13.10.2025

მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დასადებად აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი „ჰამასის“ მაღალჩინოსანს, ხალილ ალ-ხაიას პირისპირ შეხვდნენ.

ისრაელის მედიის თანახმად, შეხვედრა გასულ კვირაში ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ-შეიხში გაიმართა.

გავრცელებული ცნობით, კატარის დელეგაციამ აშშ-ის მაღალჩინოსნებს მოუწოდა, შეხვედროდნენ „ჰამასის“ ლიდერს, რათა მოლაპარაკებებში ჩიხი დასრულებულიყო.

ცნობისთვის, „ჰამასმა“ დღეს დარჩენილი 20 მძევალი გაათავისუფლა. მძევლების გათავისუფლება ორ ეტაპად განხორციელდა. ამასთან, პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება დაიწყო ისრაელმა.

მსგავსი