ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელის 200-მა სამხედრო თვითმფრინავმა ირანში 500-მდე სამხედრო სამიზნე დაბომბა
ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელის 200-მა სამხედრო თვითმფრინავმა ირანში 500-მდე სამხედრო სამიზნე დაბომბა

ისრაელის 200-მა სამხედრო თვითმფრინავმა ირანში 500-მდე სამხედრო სამიზნე დაბომბა.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, ეს არის ყველაზე მასშტაბური თავდასხმა ირანზე.

ისრაელის სამხედროების ცნობით, ფართომასშტაბიანი დარტყმები ირანის ბალისტიკური რაკეტების გამშვებებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებზე განხორციელდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გამანადგურებლებმა ასობით საბრძოლო მასალა დაახლოებით 500 ირანულ სამხედრო სამიზნეზე დასავლეთ და ცენტრალურ ირანში თითქმის ერთდროულად, დილის საათებში გაფრენისას ჩამოაგდეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე თავდასხმებმა „ხელი შეუწყო ირანის ცაზე საჰაერო უპირატესობის გაფართოებას, მძიმე დარტყის მიყენებას რეჟიმის ცენტრალურ შეტევით შესაძლებლობებზე, ასევე დასავლეთ ირანში რაკეტების გაშვების ადგილებზე“.

გავრცელებული ცნობით, თავრიზის რაიონში განადგურებული ერთ-ერთი ობიექტი ირანის ბალისტიკური რაკეტების დანაყოფს ემსახურებოდა და იქიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტის გაშვებას გეგმავდნენ.