ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელი ლიბანიდან გასვლას 18 თებერვალს გეგმავს
ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელი ლიბანიდან გასვლას 18 თებერვალს გეგმავს

ისრაელი ლიბანიდან გასვლას 18 თებერვალს გეგმავს. ამის შესახებ ისრაელის მედია ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავდროულად, ისრაელის სტრატეგიულ საქმეთა მინისტრმა, რონ დერმერმა მანამდე აღნიშნა, რომ „ისრაელის თავდაცვის ძალები“ დარჩება ლიბანის სამხრეთში ხუთ სტრატეგიულ ადგილას.

ლიბანურ დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“ მიმდინარე ცეცხლის შეწყვეტა ითვალისწინებს, რომ ისრაელის ჯარების გაყვანა 18 თებერვალს უნდა დასრულდეს. სამხრეთ ლიბანში მხოლოდ ლიბანის არმია უნდა დარჩეს და „ჰეზბოლას“ დანაყოფები ტერიტორიიდან გავიდნენ.