ისრაელის მედიის ცნობით, ირანის შეიარაღებულმა ძალებმა და „ჰეზბოლამ“ ჰაიფას ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს

13:29, 30.03.2026

ისრაელის მედიის ცნობით, ირანის შეიარაღებულმა ძალებმა და დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ჰაიფას ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბაზანის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.

Times of Israel-ის ცნობით, ჯერ უცნობია, ქარხანას ირანული რაკეტა მოხვდა თუ ჩამოგდებული ჭურვის ნამსხვრევები.

მსგავსი