ისრაელის მედიის ცნობით, დაცვამ ძალის გამოყენებით შეუშალა ხელი 7 ოქტომბრის თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახებს ქნესეთის ვიზიტორთა დარბაზში შესვლაში
ისრაელის მედიის ცნობით, დაცვამ ძალის გამოყენებით შეუშალა ხელი 7 ოქტომბრის თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახებს ქნესეთის ვიზიტორთა დარბაზში შესვლაში

ისრაელის მედიის ცნობით, ქნესეთში დაძაბული ვითარება შეიქმნა, როდესაც ე.წ. ოქტომბრის საბჭოს წევრები, რომელიც აერთიანებს 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს გადარჩენილებს, ყოფილ მძევლებსა და მსხვერპლთა ოჯახებს, თავდაპირველად არ შეუშვეს ქნესეთის ვიზიტორთა დარბაზში, რამაც ძალადობრივი შეტაკება გამოიწვია.

„ოქტომბრის საბჭოს“ წევრები ქნესეთის დაცვამ შეაჩერა პლენუმის სტუმართა დარბაზში შესვლისას. ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთ-ერთ მოქალაქეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მოგვიანებით ოჯახების უმეტესობას ნება დართეს, შესულიყვნენ სტუმართა დარბაზში.

ისრაელის პრემიერ მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ქნესეთის წინაშე სიტყვით გამოსვლისას 7 ოქტომბრის მძევლებისა და მსხვერპლთა ოჯახების ზოგიერთმა წევრმა პროტესტის ნიშნად პრემიერ-მინისტრს ზურგი შეაქცია. სხვებს თავიანთი საყვარელი ადამიანების ფოტოები ეჭირათ ხელში.

მანამდე ე.წ. ოქტომბრის საბჭოს წევრებმა პრესკონფერენცია გამართეს ქნესეთში, სადაც სახელმწიფო გამოძიების დაწყებას ითხოვდნენ.