ისრაელის მედია – თელ ავივში ირანის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 40-მდე შენობა დაზიანდა

13:16, 01.03.2026

თელ ავივში ირანის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 40-მა შენობამ სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ქალაქის მუნიციპალიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის მედიის თანახმად, 200-ზე მეტი მცხოვრები ევაკუირებული იქნა სახლებიდან სამ სასტუმროში.

ისრაელის სამხედროების ინფორმაციით, თელ ავივში შენობა რაკეტის მოხვედრის შედეგად დაზიანდა, ხოლო რამათ-განში მდებარე შენობას კასეტური ბომბი მოხვდა.

მსგავსი