ისრაელის მედია - ისრაელი ირანზე თავდასხმებს ტრამპის მოთხოვნით წყვეტს
ისრაელი ირანზე თავდასხმებს „ტრამპის მოთხოვნით“ წყვეტს, – ამის შესახებ ისრაელის საინფორმაციო სააგენტო Channel 12 ისრაელის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.
მაღალჩინოსნის განცხადებით, ისრაელის დარტყმები სამხრეთ ლიბანში კვლავ გაგრძელდება, თუ დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ისრაელს დაესხმება თავს.
იქამდე კი როგორც ისრაელის, ასევე ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის დღეს სატელეფონო საუბარი გაიმართა. თუმცა ლიდერების საუბრის დეტალები უცნობია.