ისრაელის მედია - „ჰამასის“ მორიგი იერიშის შედეგად ისრაელის ცენტრალურ ნაწილში, სულ მცირე, ცხრა მოქალაქე დაშავდა
ისრაელის მედია - „ჰამასის“ მორიგი იერიშის შედეგად ისრაელის ცენტრალურ ნაწილში, სულ მცირე, ცხრა მოქალაქე დაშავდა

„ჰამასის“ მორიგი სარაკეტო იერიშის შედეგად ისრაელის ცენტრალურ ნაწილში, სულ მცირე, ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Timesofisrael-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაიჭრა თელ ავივში, ბატ იამსა და იავნეში.

როგორც ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურში აცხადებენ, თელ ავივში ოთხი ადამიანი დაიჭრა, მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია.

დაშავებულები ამ წუთებში რეგიონის საავადმყოფოებში გადაჰყავთ.

როგორც მედია წერს, „ჰამასმა“ განაცხადა, რომ ღაზის სექტორიდან თელ ავივის მიმართულებით 150 რაკეტა გაუშვა.