ისრაელის მედია – ბენიამინ ნეთანიაჰუ საიდუმლოდ გაემგზავრა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რათა ეთხოვა ამ ქვეყნის ლიდერისთვის, უარყოს ინფორმაცია, რომ მან ნეთანიაჰუ „ჰამასის“ მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილა

15:26, 28.09.2026

ბენიამინ ნეთანიაჰუ გასულ შაბათ-კვირას საიდუმლოდ გაემგზავრა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რათა ეთხოვა ამ ქვეყნის ლიდერისთვის, უარყოს ინფორმაცია, რომ მან ისრაელის პრემიერ-მინისტრი „ჰამასის“ მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილა. ამის შესახებ ისრაელის მედია წერს.

მედიის თანახმად, ნეთანიაჰუს ვიზიტის შესახებ ინფორმირებული ორი პირის ცნობით, 27 სექტემბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან ერთსაათიანი შეხვედრა გამართა.

ისრაელის მედიის ცნობით, მოლაპარაკებები შეეხებოდა ისრაელის ყოველდღიურ გამოცემა „ჰაარეცში“ (Haaretz) მიმდინარე თვის დასაწყისში გამოქვეყნებულ ინფორმაციას; მასში ნათქვამი იყო, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერმა ნეთანიაჰუს „ჰამასის“ მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ გაფრთხილება გადასცა – უშუალოდ 2023 წლის 7 ოქტომბრის იმ მასშტაბური თავდასხმის წინ, რომელმაც ომი გამოიწვია.

ნეთანიაჰუს ოფისმა ადრე უარყო „ჰაარეცის“ ინფორმაცია. არაბეთის გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებულ ცნობებზე კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობს, თუმცა აცხადებს, რომ ისრაელთან „კომუნიკაციის ღია და პირდაპირ არხებს“ ინარჩუნებს და „ყველა შესაბამის სადაზვერვო ინფორმაციას“ უზიარებს. ნეთანიაჰუს ოფისის მხრიდან კომენტარი ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.

მსგავსი