ისრაელის მედია - აშშ-მა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებით გაერო-ში ბოლო ერთ კვირაში მესამე ერთობლივი განცხადება დაბლოკა
ისრაელის მედია - აშშ-მა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებით გაერო-ში ბოლო ერთ კვირაში მესამე ერთობლივი განცხადება დაბლოკა

ისრაელის მედიის ინფორმაციით, აშშ-მა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებით გაერო-ში ბოლო ერთ კვირაში მესამე ერთობლივი განცხადება დაბლოკა. გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს ერთობლივი განცხადება ისრაელს და ღაზას სექტორს შორის ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს.

ჩინეთის, ნორვეგიისა და ტუნისის მიერ ინიცირებული დოკუმენტი მიმდინარე ძალადობაში ორივე მხარეს სდებს ბრალს. მანამდე უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ლინდა ტომას-გრინფილდმა თქვა, რომ აშშ მზად არის, დაეხმაროს ისრაელს და პალესტინელებს, თუ ისინი ცეცხლის შეწყვეტას შეეცდებიან.