ისრაელის მედია - 13 ივნისის შემდეგ ისრაელის თავდასხმების შედეგად მოკლულია ირანის ბირთვული პროგრამის, სულ მცირე, 14 მეცნიერი
ისრაელის მედია - 13 ივნისის შემდეგ ისრაელის თავდასხმების შედეგად მოკლულია ირანის ბირთვული პროგრამის, სულ მცირე, 14 მეცნიერი

პარასკევის შემდეგ ისრაელის თავდასხმების შედეგად მოკლულია ირანის ბირთვული პროგრამის, სულ მცირე, 14 მეცნიერი. ამის შესახებ გამოცემა Times of Israel-ი სპარსეთის ყურის ქვეყნებში თავის ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაქვეყნეს მოკლული ცხრა მეცნიერის სახელი, რომლებიც, ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, ეხმარებოდნენ ირანს ბირთვული იარაღის შექმნაში. მათი ნაწილი მიიჩნევა „ირანის ბირთვული პროგრამის მამად“ ცნობილი მეცნიერის, მოჰსენ ფახრიზადეს მემკვიდრედ. ფახრიზადე ისრაელმა 2020 წლის ნოემბერში მოკლა.

ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 13 ივნისს დაიწყო, რა დროსაც დარტყმები განახორციელა სამხედრო და ბირთვულ ობიექტებზე. პასუხად, ირანმა ისრაელზე რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანა.