ისრაელის ხელისუფლებამ ორ ბრიტანელ დეპუტატს ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრა
ისრაელის ხელისუფლებამ ორ ბრიტანელ დეპუტატს ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრა

ისრაელის ხელისუფლებამ ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრა ორ ბრიტანელ დეპუტატს.

ლეიბორისტული პარტიის ორი წევრი – პიტერ პრინსლი და საიმონ ოფერი საპარლამენტო დელეგაციის ფარგლებში დასავლეთ სანაპიროზე უნდა ჩასულიყვნენ.

ბრიტანელი პარლამენტარების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ „არაბულ-ბრიტანული ურთიერთგაგების საბჭოს მიერ ორგანიზებული ამ ვიზიტის მიზანი იყო, პარლამენტის წევრებისთვის საშუალება მიეცათ, ენახათ სხვადასხვა ორგანიზაციის, მათ შორის „სამედიცინო დახმარება პალესტინელებისთვის“, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო და ჰუმანიტარული საქმიანობა“.

ოფერის და პრინსლის განცხადებით, ისინი სამედიცინო სფეროს პროფესიონალები არიან და მოგზაურობდნენ დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც იერუსალიმში ბრიტანელ დიპლომატებს, ასევე პალესტინურ და ისრაელურ უფლებადამცველ ორგანიზაციებს უნდა შეხვედროდნენ.

დეპუტატების შეფასებით, სამწუხაროა, რომ ისრაელის ხელისუფლებამ არ მისცა შესაძლებლობა, საკუთარი თვალით ენახათ ეროზიული გამოწვევები, რომელთა წინაშეც რეგიონის სამედიცინო დაწესებულებები დგას.

ბრიტანეთის პარლამენტის წევრებისთვის ისრაელში შესვლაზე უარის თქმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამწვავების ფონზე მოხდა. გაერთიანებული სამეფო გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავს, რასაც ისრაელის პრემიერ-მინისტრი „ჰამასის“ ტერორიზმის დაჯილდოებად აფასებს.