ისრაელის ჯარისკაცებმა გოლანის მაღლობებთან შეიარაღებულ პირებს ცეცხლი გაუხსნეს
ისრაელის არმიის ჯარისკაცებმა გოლანის მაღლობების დემილიტარიზებულ ზონასთან შეიარაღებულ პირებს ცეცხლი გაუხსნეს.
ისრაელის თავდაცვითი ძალების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეიარაღებული ჯგუფის წევრებმა სირიის სასაზღვრო ტერიტორიაზე, ისრაელის მიერ კონტროლირებულ „ალფა“ ზონაში შეღწევა სცადეს.
ინციდენტის შედეგად დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყნის სუვერენიტეტის და 1974 წლის ძალთა დაშორიშორების ხელშეკრულების დარღვევის ნებისმიერ მცდელობას წინააღმდეგობას გაუწევენ.
გოლანის მაღლობები ისრაელმა 1967 წლის ექვსდღიანი ომის შემდეგ დაიკავა.