ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში ირანთან კონფლიქტის შედეგად საავადმყოფოებში 148 დაშავებული გადაიყვანეს

14:40, 03.04.2026

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გასული დღის განმავლობაში ირანთან კონფლიქტის შედეგად საავადმყოფოებში 148 დაშავებული გადაიყვანეს.

ამ მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებმა ქვეყანაში 6 500-ს გადააჭარბა.

ბოლო დღის განმავლობაში საავადმყოფოებში მკურნალობისთვის მყოფთაგან ოთხის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხოლო 108-ის – დამაკმაყოფილებელი. ხუთი ადამიანი სამედიცინო შემოწმებას გადის, ხოლო 31 ადამიანს შფოთვის გამო მკურნალობა ჩაუტარდა.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ირანთან ომის დაწყებიდან საავადმყოფოებში 6 594 ადამიანი მოათავსეს, რომელთაგან 124 ამჟამად საავადმყოფოშია. სამინისტრო არ იძლევა დაზიანებების მიზეზების დეტალურ აღწერას. დაშავებულთა რიცხვში შედიან ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები.

მსგავსი