ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საავადმყოფოებში 205 დაშავებული გადაიყვანეს
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანთან კონფლიქტის შედეგად საავადმყოფოებში 205 დაშავებული გადაიყვანეს.
ეს რიცხვი მოიცავს როგორც მშვიდობიან მოსახლეობას, ასევე ჯარისკაცებს.
ისრაელის მედიის თანახმად, საავადმყოფოში მყოფთაგან ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ორის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხოლო 193-ის – დამაკმაყოფილებელი. რვა ადამიანს შფოთვის გამო ჩაუტარდა მკურნალობა.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ ირანთან ომის დაწყებიდან საავადმყოფოებში 2 557 ადამიანი მიიყვანეს. ჰოსპიტალიზებული პირებიდან 10 მძიმე მდგომარეობაშია, ცხრა საშუალო სიმძიმისაა, ხოლო 71-ის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.