ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საავადმყოფოებში 191 დაშავებული ადამიანი მოათავსეს
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ირანთან კონფლიქტის შედეგად საავადმყოფოებში 191 დაშავებული ადამიანი მოათავსეს.
ისრაელის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ეს რიცხვი მოიცავს როგორც მშვიდობიან მოსახლეობას, ასევე ჯარისკაცებს.
საავადმყოფოში მყოფთაგან ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია, სამის მდგომარეობა მძიმეა, ორის – საშუალო სიმძიმის, ხოლო 172-ის – დამაკმაყოფილებელი.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ირანთან ომის დაწყებიდან, 28 თებერვლიდან საავადმყოფოებში 2 339 ადამიანი გადაიყვანეს, რომელთაგან 95 ამჟამადაც ჰოსპიტალიზებულია.