ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში საავადმყოფოში 108 ადამიანი გადაიყვანეს
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში საავადმყოფოში 108 ადამიანი გადაიყვანეს

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში საავადმყოფოში 108 ადამიანი გადაიყვანეს.

სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ 96 ადამიანს აღენიშნებოდა – მსუბუქი, ხოლო ორს საშუალო სიმძიმის დაზიანებები.
ცხრა ადამიანი ჯერ კიდევ ჰოსპიტალიზებულია.

აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დაწყების შემდეგ სამედიცინო დახმარება დასჭირდა სულ 3 195 პირს, მათგან 81 ამ დრომდე მკურნალობს.

ისრაელის მედიის ცნობით, 15 მარტის შუაღამიდან ამ დრომდე ირანიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო იერიშების შვიდი ტალღა განხორციელდა. ისრაელის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები და დრონებით თავდასხმები დაფიქსირდა დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მხრიდან, ლიბანის ტერიტორიიდან.