ისრაელის იერიშების შედეგად ლიბანში დაღუპულთა რიცხვი 52-მდე გაიზარდა

23:29, 02.03.2026

ისრაელის იერიშების შედეგად ლიბანში დაღუპულთა რიცხვი 52-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს. სამინისტროს ცნობით, თავდასხმების შედეგად ასევე 154 ადამიანია დაშავებული.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, იერიშებს „ჰეზბოლას“ დაზვერვის შტაბის ხელმძღვანელი ჰუსეინ მაკლედი ემსხვერპლა.

ცნობისთვის, ისრაელმა ლიბანის დედაქალაქსა და სამხრეთ ნაწილში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე თავდასხმები განახორციელა, რასაც წინ უძღვოდა „ჰეზბოლას“ მხრიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტები.

მსგავსი