ისრაელის გენერალური პროკურორი მზად არის, ბენიამინ ნეთანიაჰუს კორუფციაში, თაღლითობასა და ნდობის ბოროტად გამოყენებაში ბრალი წაუყენოს
ისრაელის გენერალური პროკურორი მზად არის, ბენიამინ ნეთანიაჰუს კორუფციაში, თაღლითობასა და ნდობის ბოროტად გამოყენებაში ბრალი წაუყენოს

ისრაელის გენერალური პროკურორი მზად არის, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს კორუფციაში, თაღლითობასა და ნდობის ბოროტად გამოყენებაში ბრალი წაუყენოს.

ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ გამოძიება სამ კორუფციულ საქმეზე მიმდინარეობს. საუბარია ბიზნესმენებისგან ათობით ათასი დოლარის ღირებულების საჩუქრების მიღებაზე, ერთ-ერთი გამოცემის მფლობელთან საიდუმლო შეთქმულებასა და ტელეკომპანია „ბეზექისთვის“ სამართლებრივი პრივილეგიების მინიჭებაზე მედიასაშუალების მხრიდან სასურველი გაშუქების სანაცვლოდ.

2019 წლის აპრილში დაგეგმილი არჩევნების წინ ბრალის წაყენება უარყოფითად აისახება ნეთანიაჰუს რეიტინგზე.

პარტია „ლიკუდში“, რომლის თავმჯდომარეც ბენიამინ ნეთანიაჰუა, გამოძიებას პოლიტიკურ დევნას უწოდებენ. თავად პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვებას არ გეგმავს.