ისრაელის განათლების მინისტრი თავდაცვის მინისტრის პორტფელს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კოალიციიდან გასვლით იმუქრება
ისრაელის განათლების მინისტრი თავდაცვის მინისტრის პორტფელს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კოალიციიდან გასვლით იმუქრება

ისრაელის განათლების მინისტრი ნაფტალი ბენეტი თავდაცვის მინისტრის პორტფელს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კოალიციიდან გასვლით იმუქრება.

მმართველი კოალიციიდან მემარჯვენე პოლიტიკური პარტია „ებრაული სახლის“ გასვლის შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ქნესეთში უმრავლესობას დაკარგავს.

გამოცემა Haaretz-ი წერს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, იერუსალიმის რეზიდენციაში კონსულტაციები გამართა, დათანხმდეს ბენეტის შეთავაზებას, თუ მთავრობა დაშალოს და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ავიგდორ ლიბერმანმა თანამდებობა 14 ნოემბერს, ღაზას სექტორში ზავის დადების გამო დატოვა. ლიბერმანის პარტიის კოალიციიდან გასვლის შემდეგ, ნეთანიაჰუს კოალიცია 120 ადგილიან ქნესეთში, 61 მანდატს ფლობს.