ისრაელის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ირანის ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
ისრაელის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ირანის ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

ისრაელის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, გონენ სეგევი ირანის ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სეგევი ირანს ისრაელის უსაფრთხოების ცენტრებსა და ენერგო ინდუსტრიაზე აძლევდა ინფორმაციას და ირანის დაზვერვასთან 2012 წლის შემდეგ კონტაქტზე იმყოფებოდა.

ისრაელის მთავრობის ყოფილი წევრის დაპატიმრება ეკვატორულ გვინეაში მოხდა. გონენ სეგევი მინისტრის თანამდებობას 1990-იან წლებში იკავებდა, 2005 წელს კი ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის დააპატიმრეს.