ისრაელის ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ ღაზის სექტორისთვის წყლის მიწოდების შეწყვეტის განკარგულება გასცა

16:04, 09.10.2023

ისრაელის ენერგეტიკის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ღაზის სექტორისთვის წყლის მიწოდების შეწყვეტის განკარგულება გასცა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ X-ში წერს.

„მე ისრაელიდან ღაზაში წყლის მიწოდების დაუყოვნებლივ შეწყვეტის განკარგულება გავეცი. ელექტროენერგიისა და საწვავის მიწოდება გუშინ შეწყდა. ის, რაც იყო წასულში, აღარ იქნება“, – აღნიშნა მინისტრმა.

მანამდე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ განაცხადა.

მსგავსი