ისრაელის ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ ღაზის ბლოკადა არ დასრულდება, ვიდრე ისრაელელი მძევლები არ გათავისუფლდებიან
ისრაელის ენერგეტიკის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, ღაზის ბლოკადა არ დასრულდება, ვიდრე ისრაელელი მძევლები არ გათავისუფლდებიან.
„არც ელექტროენერგია ჩაირთვება, არც წყლის ჰიდრანტი გაიხსენა და არც საწვავის სატვირთო მანქანები შევა, სანამ გატაცებულები სახლში არ დაბრუნდებიან“, – აღნიშნა ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ 9 სექტემბერს განაცხადა:
„მე გავეცი ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება. არა ელექტროენერგია, არა საკვები, არა საწვავი, ყველაფერი ჩაიკეტა“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
סיוע הומניטרי לעזה? אף מתג חשמל לא יורם, שיבר מים לא יפתח ומשאית דלק לא תיכנס עד להשבת החטופים הישראלים הביתה. הומניטרי תמורת הומניטרי. ושאף אחד לא יטיף לנו מוסר.
— ישראל כ”ץ Israel Katz (@Israel_katz) October 12, 2023