ისრაელის ელჩი – ვულოცავთ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს

23:56, 14.12.2023

საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ულოცავს.

„ვულოცავთ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ჰანუქას შესაბამისი დასასრული და შესანიშნავი გზა ახალი წლის შესაგებებლად“, –  ისრაელის ელჩი.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.

ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციით ევროპულ საბჭოს 8 ნოემბერს მიმართა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 2022 წლის მარტში განაცხადა, რომ საქართველომ მიმართა ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. იმავე წლის 3 მარტს კი, წევრობაზე საქართველოს ოფიციალურ განაცხადს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა.

 

მსგავსი