ისრაელის ძალებმა დასავლეთ სანაპიროზე რეიდის დროს სამი პალესტინელი მოკლეს, ხოლო რამდენიმე დააკავეს

01:32, 14.06.2024

ისრაელის ძალებმა დასავლეთ სანაპიროზე ჩატარებული რეიდის დროს სამი პალესტინელი მოკლეს, ხოლო რამდენიმე დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. მოგვიანებით, ისრაელის მხარემ აღნიშნა, რომ ეს ოპერაცია თავდასხმების თავიდან ასაცილებლად გახდა საჭირო.

მედიის ცნობით, ისრაელის სამხედროებმა ალყა შემოარტყეს შენობას, სადაც ორი შეიარაღებული პირი იყო გამაგრებული. სწორედ ამ დროს მოკლეს ორი პალესტინელი, ხოლო მესამე პირი ისრაელის მხარემ ქალაქის სხვა ადგილას მოკლა.

ისრაელელმა სამხედროებმა შენობაში მყოფ პალესტინელებს „უფროსი ტერორისტები“ უწოდეს და აღნიშნეს, რომ რეიდისას მათი იარაღები ამოიღეს.

მსგავსი