ისრაელის დედაქალაქში მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ანექსიის ინიციატივას აპროტესტებენ
ისრაელის დედაქალაქში მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ანექსიის ინიციატივას აპროტესტებენ

ისრაელის დედაქალაქში ათასობით მოქალაქე, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლების ანექსიის ინიციატივის გასაპროტესტებლად შეიკრიბა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დასავლეთ სანაპიროს ანექსირებას პირველი ივლისიდან გეგმავს.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ აქციაზე სულ მცირე 6 000 ადამიანი იყო შეკრებილი. აქციის ორგანოზიატორები არიან პარტია „მერეცი“ და სხვა მემარცხენე პარტიები. პარტია „მერეცისხელძღვანელმა, ნიცან ჰოროვიცმა, რომელიც ორ სახელმწიფოზე დაფუძნებულ გადაწყვეტას ემხრობა, აქციაზე მისულ მოსახლეობას განუცხადა, რომ დასავლეთ სანაპიროს ებრაული დასახლელების ანექსირება სამხედრო დანაშაული იქნება.

„ჩვენ წლების განმავლობაში მიმდინარე ოკუპაციას ვერ შევცვლით აპარტეიდით, რომელიც სამუდამოდ გაგრძელდება. ანექსია არის სამხედრო დანაშაული, დანაშაული მშვიდობის წინაზე, დანაშაული ადამიანობის წინაზე, დანაშაული, რომელსაც სისხლისღვრა მოჰყვება“, – განაცხადა აქციის დროს ნიცან ჰოროვიცმა.

კოალიციური შეთანხმება, რომელსაც ბენიამინ ნეთანიაჰუს და ბენი განცის პარტიებმა მოაწეერეს ხელი, მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ნეთანიუაჰუს პირველ ივლისს დასავლეთ სანაპიროს ანექსიის უფლებამოსილებას აძლევს.

ისრაელი დასავლეთ სანაპიროს იმ ტერიტორიების ანექსირებას აპირებს, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „მშვიდობის გეგმის“ მიხედვით არის გაწერილი. მერეცის ლიდერმა აქციაზე დონალდ ტრამპიც ახსენა და განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს არ აქვს არავითარი უფლება, რომ ამ აპარტეიდის მანდატი დაუშვას. ჰოროვიცმა განაცხადა, რომ ნეთანიაჰუ ტრამპის „მესიანური“ ადმინისტრაციის მითითებებს ასრულებს.