ისრაელის დაზვერვისთვის მუშაობის ბრალდებით თურქეთში ორი პირი დააკავეს
ისრაელის დაზვერვისთვის მუშაობის ბრალდებით თურქეთში ორი პირი დააკავეს

ისრაელის დაზვერვისთვის მუშაობის ბრალდებით თურქეთში ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა.

როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მინისტრმა აღნიშნა, პოლიციამ ისრაელის დაზვერვის სამსახურისთვის, „მოსადისთვის“ ინფორმაციის მოპოვებაში ეჭვმიტანილი რვა პირი დააკავა, მოგვიანებით ორი მათგანი დააპატიმრეს, ექვსი კი გაათავისუფლეს.

დაკავებულები თურქი კერძო დეტექტივი და მისი მეუღლე არიან, რომლებსაც, გამოძიების ცნობით, „მოსადთან“ 2011-2020 წლებში ჰქონდათ კავშირი.

იანვრის შემდეგ ისრაელის დაზვერვასთან კავშირისთვის თურქეთში ათობით ადამიანი დააკავეს ან დააპატიმრეს.