ისრაელის დაზვერვის დახმარებით ევროპაში რამდენიმე მასშტაბური ტერაქტი აღკვეთეს
ისრაელის დაზვერვის დახმარებით ევროპაში რამდენიმე მასშტაბური ტერაქტი აღკვეთეს

ისრაელის დაზვერვის დახმარებით ევროპაში რამდენიმე მასშტაბური ტერაქტი აღკვეთეს.

გამოცემა The Telegraph-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ნატო-ს ქვეყნების ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ტერაქტებისას სამოქალაქო თვითმფრინავების გამოყენებით იგეგმებოდა, თუმცა სხვა დეტალების გასაჯაროებისგან თავი შეიკავა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელის სპეცსამსახურები ევროპულ ქვეყნებს მრავალი სიცოცხლის გადარჩენაში დაეხმარნენ.

“ჩვენი სპეცსამსახურების საშუალებით, ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია, როლის საფუძველზე აღკვეთეს რამდენიმე ათეული მსხვილი ტერაქტი, რომელთაგან ბევრი შესაძლოა, ევროპულ ქვეყნებში განხორციელებულიყო. ზოგიერთი მათგანი უნდა ყოფილიყო მასობრივი თავდასხმები, ყველაზე ცუდი, რაც კი ოდესმე განხორციელებულა ევროპულ მიწაზე, რადგან ისინი სამოქალაქო ავიაციის გამოყენებას ეხება“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.