ისრაელისა და თურქეთის მედიასაშუალებების ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გამოცხადების მიუხედავად, სირიის სამხრეთში შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება
ისრაელისა და თურქეთის მედიასაშუალებების ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გამოცხადების მიუხედავად, სირიის სამხრეთში შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება

ისრაელისა და თურქეთის მედიასაშუალებების ინფორმაციით, სირიის სამხრეთში შეიარაღებული დაპირისპირება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გამოცხადების მიუხედავად გრძელდება.

ისრაელის მედიის თანახმად, სირიის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა გამოაცხადა, თუმცა სირიის ხელისუფლების მოკავშირე ბედუინები და ტომის მებრძოლები დრუზებით დასახლებული ქალაქის დასავლეთით წინ მიიწევენ.

თურქული მედიის ცნობით, სუვეიდის რეგიონის ცალკეულ რაიონებში ბედუინების ტომის მებრძოლებსა და ადგილობრივ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის შეიარაღებული შეტაკებები ზავის გამოცხადების შემდეგაც გაგრძელდა.