ისრაელის ცნობით, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1 000-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს
ისრაელის ცნობით, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1 000-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს

ისრაელის ცნობით, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით დღე-ნახევარში 1 000-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. როგორც ისრაელის არმიაში აცხადებენ, მათგან 850-მა ისრაელის საზღვარი გადაკვეთა, ხოლო 200 ღაზას სექტორის ტერიტორიაზე ჩავარდა.

სულ ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ისრაელის ხუთი მოქალაქე დაიღუპა. საპასუხო იერიშების შედეგად, ისრაელმა ღაზას სექტორში მოძრაობა „ჰამასის“ 500 ობიექტი გაანადგურა. ღაზას სექტორში იუწყებიან, რომ დაღუპულია 35 ადამიანი.

ისრაელისა და მოძრაობა „ჰამასის“ ორმხრივ საჰაერო იერიშებს წინ უძღოდა დაძაბულობა იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში. ისრაელის ხელისუფლება ქალაქის ამ ნაწილიდან პალესტინელების 70-ზე მეტი ოჯახის გასახლებას აპირებს. ეს გადაწყვეტილება პალესტინელებმა ქუჩაში გააპროტესტეს, რასაც იერუსალიმში მდებარე ალ აქასას მეჩეთთან შეტაკებები მოჰყვა. საერთაშორისო საზოგადოებამ მოუწოდა ისრაელს, შეწყვიტოს გასახლების პროცესი, თუმცა მთავრობა აცხადებს, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია და მათ მშენებლობების გაგრძელების უფლება აქვთ.