ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტები დაბომბა
ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტები დაბომბა

ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზას სექტორში რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ სამიზნე ობიექტები დაბომბა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ხან იუნისში და დეირ ალ-ბალახში განთავსებული ინფრასტრუქტურა „ჰამასის“ სამხედრო ფრთას, „იზ ად-დინ ალ-ყასამის ბრიგადას“ ეკუთვნოდა. პალესტინის ადმინისტრაციის ჯანდაცვის სამინისტროს მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ავიაიერიში მას შემდეგ განხორციელდა, რაც ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორია რაკეტებით დაიბომბა. ღაზას სექტორს „ჰამასი“ 2007 წლიდან მართავს და ამ დროიდან არაბული ანკლავი ისრაელის ფაქტობრივ ბლოკადაშია.