ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორზე მასშტაბური იერიში მიიტანა
ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორზე მასშტაბური იერიში მიიტანა

ღაზას სექტორზე ისრაელის ავიაციამ  მასშტაბური იერიში მიიტანა. სამიზნე მოძრაობა „ჰამასის“ ობიექტებია. ისრაელის არმია. ამ ნაბიჯით ისრაელმა „ჰამასის“ მხრიდან ისრაელელი სამხედროების წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს უპასუხა.

ისრაელის თვითმფრინავებმა ღაზას სექტორის სასაზღვრო ზონა დაბომბეს. არმიის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ჰამასი“ უსაფრთხოების კუთხით სიტუაციის გამწვავებაზე წავიდა და საპასუხო ზომების მიღება გარდაუვალი იყო.

14 ივლისიდან ღაზას სექტორში ვითარება დაიძაბა. ამ დროს რადიკალებმა ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.