ისრაელის ავიაციამ ერაყის ტერიტორიაზე ირანისგან მხარდაჭერილი ძალების ორი ბანაკი დაბომბა
ისრაელის ავიაციამ ერაყის ტერიტორიაზე ირანისგან მხარდაჭერილი ძალების ორი ბანაკი დაბომბა

ისრაელის სამხედრო ავიაციამ ერაყის ტერიტორიაზე ირანისგან მხარდაჭერილი ძალების ორი ბანაკი დაბომბა.

არაბული გამოცემა „აშარქ ალ-ავსათის“ ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავების სამიზნე სამხედრო ბაზა „აშრაფი“ და შიიტური დაჯგუფება „ჰაშდ ალ-შააბის“ ბანაკი გახდა.

არაბული გამოცემა წერს, რომ ისრაელის ავიაციამ ბაზა „აშრაფი“ 28 ივლისს დაბომბა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქიდან 40 კილომეტრში მდებარეობს. ავიაიერიშის შედეგად ბაზაზე არსებული ირანული ბალისტიკური რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები განადგურდა.

19 ივლისს, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა საჰაერო იერიში მიიტანეს „ჰაშდ ალ-შააბის“ ბანაკზე, სადაც „ჰეზბოლას“ მებრძოლები და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო მრჩევლები იმყოფებოდნენ.