ისრაელის არმიის ჯარისკაცებზე პალესტინელების ავტომობილის განზრახ შეჯახებისას ორი სამხედრო დაშავდა
ისრაელის არმიის ჯარისკაცებზე პალესტინელების ავტომობილის განზრახ შეჯახებისას ორი სამხედრო დაშავდა

ისრაელის არმიის ჯარისკაცებზე პალესტინელების ავტომობილის განზრახ შეჯახების შედეგად, ორი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. ინციდენტი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, სოფელ კაფრ-ნიმასთან მოხდა. ავტომობილში სამი პალესტინელი იმყოფებოდა. შეჯახების შემდეგ ისრაელის არმიის ჯარისკაცებმა თავდამსხმელებს ცეცხლი გაუხსნეს და ორი პალესტინელი მოკლეს, მესამე კი მსუბუქად დაშავდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ წინასწარი გამოძიების მიხედვით, ინციდენტი ტერაქტად ფასდება. დაშავებული სამხედროების ევაკუაციისთვის ისრაელმა ვერტმფრენი და სასწრაფო დახმარების ავტომობილები გაუშვა.