ისრაელის არმიის გენერალი - სირიის პრეზიდენტის გამარჯვებები გოლანის სიმაღლეებზე ახალი ომის შესაძლებლობებს ზრდის
ისრაელის არმიის გენერალი -  სირიის პრეზიდენტის გამარჯვებები გოლანის სიმაღლეებზე ახალი ომის შესაძლებლობებს ზრდის

Army Radio-თან ინტერვიუში, ისრაელის თავდაცვითი ძალების ოპერაციების ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა ნიცან ალონმა განაცხადა, რომ სირიის პრეზიდენტის გამარჯვებები, რომელსაც მხარს ირანი და „ჰეზბოლა“ უჭერენ, გოლანის სიმაღლეებზე ახალი ომის შესაძლებლობებს ზრდის.

ისრაელის არმიის გენერალი ამბობს, რომ სირიაში ირანმა პოზიციები შესაძლოა კიდევ უფრო გაიმყაროს, რადგან თეირანის ფაქტორი ისრაელის საზღვრებთან ძლიერდება.

ალონის განცხადებით, ისრაელი შეშფოთებულია ლიბანში შეიარაღების უკანონო გადაადგილებით და „ჰეზბოლასთვის“ სარაკეტო დანადგარების მშენებლობით.

„ომმა „ჰეზბოლასთან“ შესაძლოა სხვა მოთამაშეებიც შემოიყვანოს, რომელთანაც ბრძოლა აუცილებელი იქნება. ირანი ღაზაში არ დაბრუნდება. მას სურს გადაიხადოს საკუთარი ინტერესებისთვის ჩრდილოეთის საზღვარზე“, – აღნიშნა ალონმა.

ისრაელის მედია წერს, რომ ლიბანში ირანის შეაირაღების გადატანის საწინააღმდეგოდ, ისრაელმა სირიაში 100-ზე მეტი ავიაიერიში განახორციელა.