ისრაელის არმიის ცნობით, ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით „ჰეზბოლამ“ ბოლო საათების განმავლობაში 25 რაკეტა ისროლა
ისრაელის არმიის ცნობით, ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით „ჰეზბოლამ“ ბოლო საათების განმავლობაში 25 რაკეტა ისროლა

ლიბანიდან შიიტურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით ბოლო საათების განმავლობაში 25 რაკეტა ისროლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის არმიის ინფორმაციით, „ჰეზბოლამ“ ასევე გაუშვა დანაღმული უპილოტო აპარატები. რამდენიმე რაკეტა ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, „რკინის გუმბათმა“ მოიგერია, ნაწილი კი ღია ტერიტორიაზე დაეცა. უპილოტო თვითმფრინავები კი ისრაელის არმიის სასაზღვრო პოსტს შეეჯახა.

თავდასხმების შედეგად არავინ დაშავებულა. ისრაელის არმიამ კი საპასუხო ცეცხლი არტილერიით გახსნა.