ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ჯერ უცნობია, როდის დაიწყება ცეცხლის შეწყვეტის პროცესი
ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ჯერ უცნობია, როდის დაიწყება ცეცხლის შეწყვეტის პროცესი

ისრაელის არმიის სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება ცეცხლის შეწყვეტის პროცესი.

„ჩვენ მზად ვიქნებით, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა. ამ მომენტში ფოკუსირებული ვართ ომზე. დღეს აღმოვაჩინეთ „ჰამასის“ გვირაბები და გავანადგურეთ ისინი. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაპირებთ უახლოეს საათებში“, – განაცხადა დანიელ ჰაგარმა.

ჰაგარის თქმით, ეს გაგრძელდება, ვიდრე ისრაელი არ მივა იმ ეტაპზე, სადაც გაჩერება იქნება საჭირო.

ცეცხლის შეწყვეტის დროებითი შეთანხმების თანახმად, ისრაელი და „ჰამასი“ შეთანხმდნენ ოთხდღიან პაუზაზე, რათა გაეთავისუფლებინათ ღაზაში მყოფი 50 მძევალი ისრაელში დაპატიმრებული 150 პალესტინელის სანაცვლოდ.

ისრაელში აღნიშნავენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა, შესაძლოა, გაგრძელდეს უფრო მეტი მძევლის გათავისუფლების შემთხვევაში.