ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ღაზას სექტორიდან ნასროლი რაკეტის საპასუხოდ, „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში განახორციელეს
ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ღაზას სექტორიდან ნასროლი რაკეტის საპასუხოდ, „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში განახორციელეს.
ამის შესახებ აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების „ტვიტერის“ გვერდზე.
„ღაზადან ისრაელის მიმართულებით გასროლილი რაკეტის საპასუხოდ, ჩვენ დავბომბეთ „ჰამასის“ ტყვიამფრქვევის პოსტი, საწყობი სივრცე და სამხედრო კომპლექსი. „ჰამასი“ პასუხისმგებელია ღაზას სექტორში განხორციელებულ ყველა ტერაქტზე“, – აღნიშნავენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
In response to the rocket fired from Gaza at Israel tonight, we just struck a Hamas machine gun post, storage site and military compound.
Hamas is responsible for all terrorist attacks emanating from Gaza.
— Israel Defense Forces (@IDF) September 11, 2021