ისრაელის არმიამ იემენი დაბომბა
ისრაელის არმიამ იემენი დაბომბა

ისრაელის არმიამ იემენი დაბომბა. ისრაელის მედიის თანახმად, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს ქვეყნის დედაქალაქ სანააში მდებარე ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც „ჰუსიტების“ რეჟიმი იყენებდა.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, დარტყმა ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალების სარაკეტო ნავებმა განახორციელეს.

„დარტყმები განხორციელდა „ჰუსიტების“ ტერორისტული რეჟიმის მიერ ისრაელის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებული განმეორებითი თავდასხმების საპასუხოდ, მათ შორის ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით „მიწა-მიწა“ ტიპის რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გაშვების გამო“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

ისრაელის მედიის თანახმად, 21 ივლისს იემენზე ისრაელის ბოლო დარტყმის შემდეგ „ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით, სულ მცირე, შვიდი ბალისტიკური რაკეტა და შვიდი უპილოტო აპარატი გაუშვეს.