ისრაელის არმიამ დამასკოსთან სამხედრო ობიექტები დაბომბა
ისრაელის არმიამ დამასკოსთან სამხედრო ობიექტები დაბომბა

ისრაელის არმიამ სირიის დედაქალაქ დამასკოსთან სამხედრო ობიექტები დაბომბა. ინფორმაციას სირიის სამთავრობო არმიაზე დაყრდნობით სახელმწიფო მედია SANA ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, დედაქალაქის სიახლოვეს ისრაელმა თავდასხმა თვითმფრინავებით და მიწა-მიწა ტიპის რაკეტებით განახორციელა.

დამასკოში ამბობენ, რომ თავდაცვითმა სისტემამ ისრაელის თვითმფრინავზე იერიში მიიტანა და ისრაელის ტერიტორიიდან ნასროლი რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდო. ისრაელში ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

ეს ისრაელის მიერ სირიაზე განხორციელებული პირველი თავდასხმა არ არის. 2017 წლის სექტემბერში ისრაელმა სირიის არმიის პოზიციები ჰამას პროვინციაში დაბომბა. გასული წლის ოქტომბერში კი, ისრაელმა დამასკოდან 50 კილომეტრში სირიის არმიის საჰაერო თავდაცვის ბატარეა გაანადგურა. თელ-ავივში არაერთხელ განაცხადეს, რომ სირიის ტერიტორიაზე ტერორისტული საფრთხის ზრდას არ დაუშვებენ.