ისრაელის არმიამ დამასკოს მახლობლად სამი სამხედრო ობიექტი დაბომბა
ისრაელის არმიამ დამასკოს მახლობლად სამი სამხედრო ობიექტი დაბომბა

ისრაელის არმიამ დამასკოს მახლობლად სამი სამხედრო ობიექტი დაბომბა. ინფორმაციას სირიის სამთავრობო არმია ავრცელებს.

სირიის მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა იერიშები ლიბანის საჰაერო სივრციდან განახორციელეს.

სირიის არმიაში ამტკიცებენ, რომ გაშვებული რაკეტების უმრავლესობა საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა. სირიის არმია მსხვერპლისა და ზარალის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.