ისრაელის არმია - „ჰამასის“ საველე მეთაური ჰამედ აჰმად ალ ხოდარი ლიკვიდირებულია
ისრაელის არმია - „ჰამასის“ საველე მეთაური ჰამედ აჰმად ალ ხოდარი ლიკვიდირებულია

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ მათ „ჰამასის“ საველე მეთაეურ, ჰამედ აჰმად ალ ხოდარის ლიკვიდაცია შეძლეს. ისრაელის ხელისუფლება მას ირანისგან მიღებული ფულის ღაზის სექტორში მოქმედი დაჯგუფებებისთვის გადაცემაში ადანაშაულებდა.

ჰამედ აჰმედ ალ-ხოდარი ისარელის არმიისა და სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად იყო ლიკვიდირებული“, – ნათქვამია ისრაელის არმიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

სააგენტო „როიტერსის “ცნობით „ჰამასის“ საველე მეთაური მის ავტომობილზე იერიში შედეგად მოკლეს.

ისრაელის არმიის ინფორმაციით, 5 მაისს იერიში მიიტანეს 260 სამიზნეზე. მათ შორის იყო რადიკალური დაჯგუფებების გვირაბები, იარაღის საწყობები და საწარმოები და ის ადგილები, საიდანაც ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტებს ისროდნენ.

პალესტინური მედია იუწყება, რომ ისრაელის იერიშების დროს სულ მცირე 14 პალესტინელი დაიღუპა. მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც.

ღაზის სექტორიდან ნასროლ ჭურვებს კი სამი ისრაელელი ემსხვერპლა.

ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის ორმხრივი იერიშები ამ დრომდე გრძელდება.