ისრაელის არმია ადასტურებს, რომ ღაზას სექტორში ავიაიერიშების შედეგად მოკლულია „ისლამური ჯიჰადის” ოპერაციების ხელმძღვანელი
ისრაელის არმია ადასტურებს, რომ ღაზას სექტორში ავიაიერიშების შედეგად მოკლულია „ისლამური ჯიჰადის” ოპერაციების ხელმძღვანელი

ისრაელის არმია ადასტურებს, რომ ღაზას სექტორში განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად მოკლულია დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის” ოპერაციების ხელმძღვანელი.

ისრაელის არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ იად ალ-ჰასანი, „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ ოპერაციებზე, გარდაიცვალა ქალაქ ღაზაში, სამალავ ბინაზე განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად.

„ის ჩართული იყო ყველა გადაწყვეტილებაში, რომელიც დაჯგუფების მიერ ისრაელის მიმართულებით სარაკეტო იერიშების თაობაზე მიიღებოდა,“ – განაცხადეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა.

ისრაელის არმიის განცხადებით, ისრაელმა ღაზას სექტორში ავიაიერიში მიიტანა „ისლამური ჯიჰადის“ კიდევ ორ სამეთაურო ცენტრზე.